14.08.2022
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?

ეკითხებოდნენ – „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვებს ეფექტი ჰქონდა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ – „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.

დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, – განაცხადა იმნაძემ.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img