24.04.2024
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა და ქვეყანა ვერ ჩაიკეტება

“როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველოც მთელი მსოფლიოს ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ქვეყანა ვერ ჩაიკეტება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იმნაძის განცხადებით, ახალი, ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია ძირითადად მედიის მოგონილია, თუმცა ადასტურებს, რომ ორივე შტამში უფრო მეტი მუტაციაა, ვიდრე აქამდე გავრცელებულ შტამებში.

„ბრიტანული შტამი და ინდური შტამი – იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ეს ყველაფერი ძირითადად მედიის მოგონილია. ეს არ შეიძლება ასე იანგარიშოთ, ეს ჩვეულებრივი მუტაციებია. კი ბატონო, მათში უფრო მეტი მუტაციაა.

როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველოც მთელი მსოფლიოს ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, საქართველო დედამიწაზეა. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ვერ ჩაიკეტება“, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისათვის ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 349 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსს 2 767 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.

ინდოეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა რამდენიმე ქვეყანამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img