09.12.2021
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს -„დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსალოდნელია კორონავირუსით

გარდაცვლილთა ზრდა. როგორც მან დღევანდელ ვებინარზე განაცხადა, „დელტას“ შტამი გაციებას ჰგავს და თუ მოქალაქეებს მსგავსი სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად ტესტი უნდა ჩაიტარონ.

პაატა იმნაძის თქმით, ინფორმაცია აქვთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი მოქალაქე არ იცავს წესს, საჯარო სივრცეში გადაადგილდება და ვირუსს ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“,-განაცხადა იმნაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img