20.04.2024
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე -საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში ე.წ ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული და ბრიტანულ შტამთან ერთად, საქართველოში ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.

„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად (ე.წ. ბრიტანული), უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img