19.04.2024
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 10% უკვე ე.წ ინდური შტამია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის. პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 10% უკვე ე.წ ინდური შტამია. 

“ლაბორატორიულად 18 შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ ჩვენი გათვლებით ინფიცირების ახალი შემთხვევების 10% ან შეიძლება ცოტა მეტიც, საქართველოში უკვე არის ე.წ ინდური შტამი, ანუ დელტა შტამი. 

ქვეყნების უმრავლესობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა სადაც პირიქით – მატებაა. მაგალითად ჩვენ მეზობელ რუსეთში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ასევე ბრიტნეთმა, სადაც იცით, რომ მოსახლეობის 98% აცრილია, გადაიფიქრეს შეზღუდვების მოხსნა” – განაცხადა იმნაძემ. 

როგორც იმნაძე აცხადებს, ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტად ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.

ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“– განაცხადა პაატა იმნაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img