14.06.2021
- Advertisement -

პაატა იმნაძე “სინოვაკზე” – ავტორიზაციას მიიღებს, დასაკარგი დრო არ გვაქვს, ყოველი დღე მნიშვნელოვანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინური “სინოვაკის” ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს და მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი საქართველოში გაგრძელდეს, რადგან დასაკარგი დრო არ არის.  

“როგორც სინოფარმის შემთხვევაში იყო, რომ ერთი კვირის მერე მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას თუ ერთი კვირით ადრე… ჩვენ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს. მომდევნო კვირას თუ არა, იმის მომდევნო კვირას მიიღებს ავტორიზაციას და ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ, ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, დღეში ავედით 4500 აცრამდე და კიდევ უფრო მოიმატებს.” – განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, თბილისში ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო. ამ დროისთვის ადგილები მხოლოდ რეგიონებშია.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ვლადიმერ ზელენსკი – თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს

„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აცხადებს უკრაინის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -