04.12.2021
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – ვაქცინაციაზე გაუქმებულ ჯავშნებთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციაზე გაუქმებულ ჯავშნებთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ. როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რის გამო გაუქმდა 3 ათასი ჯავშანი აცრაზე.

მისი თქმით, უკვე კარგია ხანია, რაც წინასწარი დარეგისტრირების გარეშე, მთელ ქვეყანაში შესაძლებელია ვაქცინაცია.

„ჩვენ იმ წუთში გამოვნახეთ გამოსავალი. მოგეხსენებათ, იმავე დღეებში ყველა ამცრელ სივრცეს მიეცა უფლება, რომ ე.წ. ვირტუალური კაბინეტი ამოქმედებულიყო, ანუ წინასწარი დაჯავშნის გარეშე განხორციელებულიყო აცრა. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, შეიძლება ადამიანებს შეეშინდათ, ვიღაც ჩაეწერა და მერე გადაიფიქრა, ზოგი შეიძლება დაინფიცირდა. ყოველ შემთხვევაში, პრობლემა იმით მოიხსნა, რომ ვირტუალური კაბინეტები, ადგილზე დარეგისტრირების სისტემა ამოქმედდა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში კიდევ უფრო გაფართოვდა ეს შესაძლებლობა. NDI-ის კვლევამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ჰქონდა დარეგისტრირების პრობლემა. შესაბამისად, წინასწარი დარეგისტრირება გაგრძელდება, მაგრამ პრაქტიკულად უკვე წინასწარი დარეგისტრირების გარეშე მთელ ქვეყანაში დიდ ხანია შესაძლებელია ვაქცინაცია და ეს შესაძლებლობა ყოველდღიურად ფართოვდება“,-განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, აცრაზე 3 ათასი ადამიანი არ გამოცხადდა და აცრა არ ჩაიტარა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img