24.07.2021
- Advertisement -spot_img

პაატა მანჯგალაძე – დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა. ამ წუთში 46 დეპუტატის თანხმობა გვაქვს

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციაში 50 დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში, მთავრობის უნდობლობის საკითხს დააინიცირებენ. მისი თქმით, ამ დროისთვის 46 დეპუტატის თანხმობაა, დანარჩენებს კი მოსაფიქრებლად ვადა ხვალამდე აქვთ.

„ჩვენ ვიყავით ინიციატორები უნდობლობის პროცედურის გამოცხადების, მაგრამ არ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს 50 კაცის შეგროვება. რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი ჩამოაყალიბებს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას. როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, მაშინვე დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას, რაც არის კონსტიტუციური. 50 დეპუტატის მოგროვების პრობლემა თეორიულად არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ წუთში 50 ხელმოწერა არ გვაქვს. ამ წუთში არის 46 დეპუტატის თანხმობა, დანარჩენები ფიქრობენ. ვადა აქვთ ხვალამდე აღებული და მოვლენებს არ დავასწრებ. მათი არგუმენტია, რომ მაინც ვერ გავიყვანთ ბოლომდე ამ საკითხს“, – განაცხადა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img