13.10.2024
- Advertisement -spot_img

პაატა მანჯგალაძე – შეუფერებელი და სამარცხვინოა ის განცხადებები, რაც პაპუაშვილმა გააკეთა – ქვეყნის ინტერესებით თუ ვინმე ვაჭრობს, ეს „ქართული ოცნებაა”

თუ ვინმე არის ვაჭარი ამ ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი – ქვეყნის ინტერესებით თუ ვინმე ვაჭრობს, ეს „ქართული ოცნებაა”, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილი დასავლეთთან ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს, რომ სანქციები არ დაადონ.

„პაპუაშვილი რომ ნამდვილად პარლამენტის თავმჯდომარედ გრძნობდეს თავს, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა. შეუფერებელი და სამარცხვინოა ის განცხადებები, რაც გააკეთა. ისიც კი ვერ გაბედა სოზარ სუბარს და ანტიდასავლურ ჯგუფს გამიჯვნოდა, პირიქით, მათ „გაპრავებას” და გამართლებას შეეცადა. რაც შეეხება ვაჭრობას, თუ ვინმე არის ვაჭარი ამ ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დასავლეთს ევაჭრება – სანქციები არ დამადოთ, თორემ ღიად პროპუტინისტური გავხდებითო.

ქვეყნის ინტერესებით თუ ვინმე ვაჭრობს, ეს „ქართული ოცნებაა”. მიკვირს პაპუაშვილისგან, პიროვნულად არანაირი ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ მაქვს ბევრი შეკითხვა, ის არ იქცევა ისე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს შეეფერება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს”.

„საკონსტიტუციო ცვლილებები და ბარიერი ერთ-ერთი დამატებითი წინაპირობაა, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთოს. ამიტომაც ვაცხადებთ უარს, ჩვენ არ ვვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img