17.04.2024
- Advertisement -spot_img

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. ამასთანავე, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განმარტა, მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდეგ კლინიკიდან გაეწერა, სამს კი კვლევა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან, დაშავებულია სხვადასხვა მედიასაშუალებების 15-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავები ჟურნალისტების უსაფრთხოებას ვერ იცავენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img