24.04.2024
- Advertisement -spot_img

პანდემიის პირველ 14 თვეში 1.04 მილიონზე მეტმა ბავშვმა დაკარგა მამა ან დედა

კორონავირუსის პანდემიის გამო 1.5 მილიონმა ბავშვმა დედა-მამა, ბებია ან ბაბუა დაკარგა. ინფორმაცია საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით,  სამედიცინო გამოცემა  The Lancet-ში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია რომ, მეცნირების განმარტებით, იმ ბავშვების რეალური რაოდენობა, რომლებმაც ერთბაშად ერთი ან ორი მარჩენალი დაკარგეს, შეიძლება უფრო მაღალი იყოს. 

მეცნიერების დასკვნა  21 ქვეყანაში შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად მომზადდა. საუბარია ქვეყნებზე, სადაც კორონავირუსით სიკვდილიანობის დაახლოებით 77% მოდის.

მონაცემების შედარების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პანდემიის პირველ 14 თვეში 1.04 მილიონზე მეტმა ბავშვმა დაკარგა მამა ან დედა. ხოლო 1,5 მილიონმა დაკარგა მშობლები, ბებიები, ბაბუები ან მეურვეები.

მეცნიერები თვლიან, რომ ობოლი ბავშვების ასეთი დიდი რაოდენობა გაერო-სა და ცალკეულ სახელმწიფოთა მიერ შესაბამისი ზომების სწრაფად შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებს, რაც ობლად დარჩენილ ბავშვებს მშობლებისა და მარჩენალების დაკარგვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img