09.10.2024
- Advertisement -spot_img

პაპუაშვილი არასამთავრობოებზე – სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები [არასამთავრობო] სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, 3 ივლისის აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ განცხადებები გაჟღერება არის პიკი და მათ ირგვლივ, პროცესების ბუნებრივი დასასრული.

„ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით, ვაფრთხილებდით მათ შორის ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს საბოლოო ჯამში დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში, მონაწილე არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე უბრალოდ იყო პიკი, როდესაც ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც ჩვეულებრივად, პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ. ამიტომაც არის ვხედავთ, საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ, რომ ალბათ დრო არის ისინი გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად. სამწუხაროა, რადგან ამ პროცესს ვხედავთ დიდი ხანია, მათ შორის 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა ეს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო მანიპულაციებში.

ეს არის პროცესის ის ბუნებრივი დასასრული, რომელშიც ისინი შესული იყვნენ, საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. პრობლემა ის კი არ არის, პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, პრობლემა ყოველთვის არის ის, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან, როდესაც ამოფარებული არის ერთ სურათს, თითქოს ეს მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციაა. სინამდვილეში, ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img