16.10.2024
- Advertisement -spot_img

პაპუაშვილი სტეფანჩუკზე – შევთანხმდით ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო გამორჩეულად განსაკუთრებული დახვედრა ქართული დელეგაციის მიმართ. პაპუაშვილის თქმით, სტეფანჩუკთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ინფორმაციას ერთმანეთთან მოიკითხავენ და გადაამოწმებენ.

„ჩვენ, საქართველო, ვართ განსაკუთრებით მგრძნობიარე, თუკი არის გარკვეული პრეტენზიები, თუკი განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთთან საქართველოს მიმართებას. საქართველომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, ასევე 2008 წლის ომი, ჩვენს მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ რუსეთთან შეიძლება იყოს რაღაც ბალანსი, დათმობა ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, გვესმოდა, რა თქმა უნდა, ამის მიმართ მგრძნობიარეები ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გასაგებიცაა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. სხვა მდგომარეობაში მყოფი და მათ შორის, გამომდინარე განგრძობითი ოკუპაციის გამო, რომელშიც საქართველო რუსეთის მხრიდან იმყოფება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიმართ რაიმე ასეთი უსაფუძვლო ეჭვის წამოყენებას უნდა უძღოდეს რაღაც ინფორმაცია.

ზოგადად, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის პრობლემაა და განსაკუთრებით კრიზისულ მომენტებში დეზინფორმაცია თავის როლს თამაშობს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი კონტაქტი ჩვენს შორის. სამწუხაროდ, მე ჩემს კოლეგას მანამდე არ ვიცნობდი და ასე დისტანციურად მოგვიწია გაცნობა. თავიდანვე თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გავერკვიეთ ყველა საკითხში. შევთანხმდით იმაზე, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img