09.10.2024
- Advertisement -spot_img

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წელს გაიხსნება

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, მლოცველებისთვის და ვიზიტორებისთვის 2024 წელს გაიხსნება.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ 2024 წელი იქნება ამ სამუშაოს დიდი ნაწილის დასრულების წელი, ტაძრის ხელახალი გახსნის წელი მლოცველებისთვის და საზოგადოებისთვის“, – თქვა კულტურის მინისტრმა რიმა აბდულ მალაკმა.

მე-13 საუკუნის ტაძარი 2019 წელს მას შემდეგ დაიხურა, რაც ხანძარმა მისი სახურავი დააზიანა. ტაძარი აღდგენილი იქნება ძველი დიზაინით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სახურავის კონსტრუქციასა და სარდაფებს.

შეგახსენებთ, 2019 წლის 15 აპრილს ადგილობრივი დროით 18:50 საათზე  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში ხანძარი გაჩნდა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img