28.03.2024
- Advertisement -spot_img

პარლამენტარ ნინო წილოსანის მამის კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე 6.6 მილიონის ტენდერები მოიგო – როგორ?

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება #აიფაქტი პარლამენტარ ნინო წილოსანის მამის, ბადრი წილოსანის შპს “ვაგონმშენებელმა კომპანიის” მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის დეტალებზე წერს, რომელიც მათი ინფორმაციით 2013 წლიდან იწყება. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით წილოსანის შპს “ვაგონმშენებელმა კომპანიამ” დღემდე “საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოცხადებული 7 ტენდერი მოიგო და ბიუჯეტიდან 6.6 მილიონი ლარიც მიიღო.

ხელშეკრულებების თანახმად, წილოსანის კომპანიას რკინიგზის ბალანსზე მყოფი ვაგონები უნდა შეეკეთებინა. არადა, 2013 წლის მაისში ბადრი წილოსანი დააკავეს და მალევე გირაოთი გაათავისუფლეს. პროკურატურა მას დღემდე ედავება 65 მილიონი ლარის გაფლანგვას, წერს #აიფაქტი. საქმე აქაც ვაგონების შეკეთებას ეხება. პროკურატურის ვერსიით, 2008 წლიდან შპს “ვაგონმშენებელმა კომპანიამ” “საქართველოს რკინიგზასთან” 5 ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტებში ერთი ვაგონის შეკეთება 31,000 ლარის ნაცვლად 39,000 აშშ დოლარი იყო ნაგულისხმევი.

წილოსანის შპს “ვაგონმშენებელმა კომპანიამ” დღემდე “საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოცხადებული 7 ტენდერი მოიგო და ბიუჯეტიდან 6.6 მილიონი ლარიც მიიღო.

ჟურნალისთა ინფორმაციით შპს “ლანკვიცერ-გეორგიასაც” ბადრი წილოსანი ფლობს. კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციებისგან, სსტც “დელტასა” და “დელტა ინტერნეიშენალისგან” ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშე იღებს. 2013-2017 წლებში “ლანკვიცერ-გეორგიას” 102,000 ლარის 22 გამარტივებული ხელშეკრულება გაუფორმდა. ხელშეკრულების საგანი სამშენებლო, სარემონტო მასალების შეძენა იყო.

ტენდერების გარდა, შპს “ვაგონმშენებელი კომპანია” რუსეთში ექსპორტ-იმპორტშიც აქტიურად მონაწილეობს. მაგალითად, კომპანიამ 2019 წელს რუსეთში გაიტანა 100,000 დოლარზე მეტის ღირებულების ლოკომოტივები ან მოძრავი შემადგენლობა, 2020 წელს კი 100,000 დოლარზე ნაკლების. 2019 წელს რუსეთიდან 1 მილიონ დოლარზე მეტის მასალა შემოიტანა, 2020 წელს კი 100,000 დოლარზე მეტის.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img