08.12.2021
- Advertisement -spot_img

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას სამშაბათიდან დაიწყებს

დასავლელი პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყება. 

კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას ქართული ოცნება გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი – 15 წუთი, ფრაქციას – ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის – 15 წუთი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს – გირჩი – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს მოქალაქეები – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს ევროპელი სოციალისტები – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს – ჯამში 33 წუთი.

ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ასევე,  გასაუბრებებს არ დაესწრება და მოსამართლეებს კითხვებს არ დაუსვამს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img