16.10.2024
- Advertisement -spot_img

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოსმენა 5 მარტს არ გაიმართება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა 5 მარტს არ გაიმართება. გადაწყვეტილება უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს. ბიუროს სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციონერ დეპუტატებს პრეზიდენტისგან დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მოსმენა სურდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, პრეზიდენტის მოსმენის ფორმატი წლიურ მოხსენებას გულისხმობს და ეს მიმდინარე საკითხებზე საუბარს არ ითვალისწინებს.

“როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იმართება თებერვალში, პირველივე პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ეს წყდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად. შეთავაზება გამოითქვა, რომ შემდეგი სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლა არ იძლევა დებატების და დისკუსიის შესაძლებლობას. და გახლავთ მხოლოდ პრეზიდენტის მოხსენება. ამის შემდეგ კი ფრაქციის ხელმძღვანელები გამოდიან 10-10 წუთით და კითხვის დასმის საშუალება არ არის, არც დეპუტატებს აქვთ გამოსვლის საშუალება”. – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტს 2 მარტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლას 5 მარტს ითხოვდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img