23.11.2024

პარლამენტის ორი კომიტეტის გადაწყვეტილებით ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერდა

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

უმრავლესობის მხრიდან, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებას ხმა, მხოლოდ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა არ მისცა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომზე განაცხადა, პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ხოლო თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე განიხილავენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img