20.04.2024
- Advertisement -spot_img

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლა

თემის განახლებაპარლამენტთან აქციის დროს დაკავებული „ლელოს“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დღეს საღამოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა . პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა.

სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება  სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, კარვის სხვა ადგილზე გადატანას მოჰყვა.

ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img