24.04.2024
- Advertisement -spot_img

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაამტკიცა – რა იცვლება “საარჩევნო კოდექსში?”

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციიდან; ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ .

რა იცვლება “საარჩევნო კოდექსში?”

საარჩევნო რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდა.

საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით. ცესკოს თავმჯდომარე ახალი წესით აირჩევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, სამივე დონეზე შერეული სახის იქნება – 7 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით. ამასთან, შემოღებული იქნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია.

პროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს. კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების, ასევე უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება. აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა.

განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი; იზრდება საჩივრების მიღების ვადები. შეიქმნება მინდობილობების რეესტრი.

კანონპროექტის გათვალისწინებით, მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა.

შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, დავებზე და გადათვლებზე დაკვირვებისთვის.

პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელეს და მხარი ორ დანართს დაუჭირეს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით – საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img