პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი პროფესიონალი წევრის 100 ხმით არჩევა კვლავ ვერ შეძლო.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები 2/3-იანი კვორუმით ჩატარებულ კენჭისყრაზე მეორე ჯერზეც ჩავარდა.
კენჭისყრის შედეგები ასეთია:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურები: გიორგი კალანდარიშვილი 83 – მომხრე, 11 – წინააღმდეგი;
გიორგი სანტურიანი 4 – მომხრე, 11- წინააღმდეგი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ასარჩევი კანდიდატები:
გია ცაცაშვილი 83 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი;
ლელა ტალიური 18 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ასარჩევი კანდიდატები:
თამარ სართანია 18 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი;
მაია ზარიძე 77 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი;
მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს 3/5-იანი კვორუმით ეყრება კენჭი. თუ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერც 90 ხმით მოხერხდა, მაშინ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით დაამტკიცებს.
“საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.