პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
ექიმის განცხადებით, შიმშილობის ფონზე, ელენე ხოშტარიას თავბრუსხვევა და სისუსტე აღენიშნებოდა.
“შიმშილობის ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა აქვს, ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, სატურაცია ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია იყო, შიმშილის ფონზე გადასხვა გაეკეთებინა, მაგრამ უარი თქვა”, – უთხრა ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების ექიმმა ნონა ბეკტაშევამ.
ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში მეხუთე დღეა შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ელენე ხოშტარიას შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ადგილი აქვს ცინიკურ და სადისტურ შურისძიებას