19.04.2024
- Advertisement -spot_img

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

 დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს  გოჩა აბუსერიძეს და  გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება.

გასაუბრების პროცესს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე.

გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img