პარლამენტის წინ გუშინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას მოქალაქეებთან ერთად აქტივისტები, პოლიტიკოსები და Tbilisi Pride-ის წევრები შეუერთდნენ.
აქციაზე „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა დიდი ფერადი დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ორგანიზატორებმა მისი გამართვა გადადეს.