12.06.2021
- Advertisement -

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა დაკვირვების ქვეშ მყოფი ბრალდებული უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც მან თავი მოიკლა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო დაკვირვების ქვეშ მყოფი ბრალდებული უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც მან თავი მოიკლა. შემთხვევა 2020 წლის 12 ივლისს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით, №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.

მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”. – ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, 2021 წლის 11 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით – სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე სადაც მატჩი...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -