23.11.2024

პენიტენციური სამსახური – საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი იმკურნალებს ციხის გარეთაც, საქართველოში

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამსახურის ცნობით პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ ჩაუტარდა.

განცხადების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და შესაბამის მკურნალობას მიიღებს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთაც, თუმცა საქართველოს ფარგლებში.

„მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან”, – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img