08.12.2021
- Advertisement -spot_img

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებმა შესაძლოა ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსისგან წლების განმავლობაში დაიცვას

Covid-19 ვაქცინები, რომლებიც დამზადებულია Pfizer-BioNTech– სა და Moderna– ს მიერ, წარმოქმნის ძლიერ იმუნურ რეაქციას ორგანიზმში, რამაც ორგანიზმი კორონავირუსისგან შესაძლოა წლების განმავლობაში დაიცვას. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით Independent-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ RNA​-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე დოზა არ დასჭირდეთ, ვიდრე ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.

რეცენზირებული კვლევით დადგინდა, რომ ორივე ვაქცინა ადამიანებს ხანგრძლივად სთავაზობს დაცვას COVID-19-ისგან.

კვლევაში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ Johnson & Johnson-ის მიერ გაკეთებული ვაქცინა. კვლევის მთავარი ავტორის, იმუნოლოგ ალი ლებედის თქმით, ეს იმიტომ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img