23.11.2024

Pfizer – კომპანიის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებმა 90 %-იანი ეფექტურობა აჩვენა

კომპანია Pfizer Inc ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტების საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ 90 %-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტთა სიკვდილიანობის აღსაკვეთად. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

ბოლო ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებს, რომ „ფაიზერის“ სამედიცინო საშუალება ეფექტურობას „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგაც ინარჩუნებს.

მედიკამენტის ამერიკელმა მწარმოებელმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული პერორალური საშუალება 89 %-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის ან პაციენტის კოვიდ-19-ით გარდაცვალების აღსაკვეთად, რაც დადასტურდა შუალედური ანალიზებით, დაახლოებით, 1200 ადამიანის მაგალითზე.

„ფაიზერმა“, ასევე, გამოაქვეყნა სხვა კლინიკური კვლევაც, რომელმაც აჩვენა, რომ კომპანიის სამედიცინო საშუალებით მკურნალობამ დაახლოებით, 70 %-ით დაწია ჰოსპიტალიზაციის რისკი ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც სტანდარტულ რისკჯგუფს წარმოადგენენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img