24.04.2024
- Advertisement -spot_img

Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების დამტკიცების თხოვნით მიმართა

კომპანია Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების დამტკიცების თხოვნით მიმართა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გარე კონსულტანტების პანელი აღნიშნულ საკითხს 26 ოქტომბერს განიხილავს.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img