რამდენიმე საათის წინ, ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოიტანა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.
ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ვაქცინას შენახვის განსხავავებული პირობები სჭირდება და მინუს 75 გრადუსზე ინახება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ვაქცინები უკვე გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.