20.04.2024
- Advertisement -spot_img

ფარცხალაძის ქონება დაყადაღებულია, ყოფილმა პროკურორმა ქვეყანა დატოვა

ყოფილი პროკურორის და “ქართული ოცნების” “არაფორმალური მოლარის” ქონება დააყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის მთავარი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ყადაღა ადევს ასევე, ოთარ ფარცხალაძის ცნობილ, სარდაფებიან შავ სასახლესაც.  “მთავარმა” დოკუმენტებიც მოიპოვა.

“შაბათის მთავარის” ინფორმაციით ყოფილმა პროკურორმა ქვეყანა დატოვა. კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ ივანიშვილი მის გარემოცვას აღარ ენდობა, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც ფული ებარა.

დიდი არეულობა კი ივანიშვილის კარზე განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლიგარქმა პრემიერმინისტრობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარა. 

“კახური კლანის” გაძლიერების პარალელურად, შესუსტდა მამაცაშვილ-ფარცხალაძის კლანის გავლენები.

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის კლანის ერთ-ერთი წევრი დავით ბალანჩივაძე, რომელიც ადრე ოქროს მომპოვებელი კომპანი “არემჯი გოლდის” დირექტორი იყო, “დასჯილია”, რადგან არჩევნების წინ, პარტიაში შესული შავი ფულის დიდი ნაწილი სადღაც გაქრა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img