23.11.2024

ფარული აუდიოჩანაწერები ისევ გავრცელდა

„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს, ფარული აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

„ტელეკომპანია პირველმა“ საკითხზე ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმაც ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩანაწერები 2010 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშილის მოსვლამდეა გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი „ყვითელი“ ტელევიზიის მიერ „ამოკრებილია ფრაზები“. მისივე თქმით, ჩანაწერი „აბსოლუტური ფაბრიკაციაა“, დამონტაჟებული „კგბ“-ის მეთოდებით და „მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი“.

ცნობისათვის, 2010 წელს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ბერა ივანიშვილის ხმისჩამწერი სტუდიის დირექტორი იყო.

2010 წელს ანზორ ჩუბინიძე  შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსახურობდა. 2014 წლიდან დღემდე კი იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img