04.12.2021
- Advertisement -spot_img

ფაშინიანი გადატრიალების მოლოდინში. ერევანში დაძაბულობაა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, მთავრობა ვერ ახერხებს კრიზისულ მდგომარეობაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას. განცხადება, რომელიც დილით გაკეთდა, ხელმოწერილია შტაბის ხელმძღვანელის მიერ.

ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ამიერიდან არ შეუძლია მიიღოს სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილებები, ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში

“ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ამიერიდან არ შეუძლია მიიღოს სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილებები, ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში,”- წერია განცხადებაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა მისი გადადგომის შესახებ ქვეყნის შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა. 

„გუშინ მე მივიღე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს ტირან ხაჩატრიანის გადაყენების შესახებ. უკვე მოვაწერე ხელი ყველა დოკუმენტს. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა გენერალური შტაბის განცხადება ჩემს გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მათ განცხადებას მე აღვიქვამ როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას. თქვენ იცით, რომ მე ომთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ავიღე. ვცდილობდი ყველა კითხვისთვის პასუხი მე თვითონ გამეცა. თუმცა, ახლა უკვე მოვიდა დრო რომ კითხვები სამხედრო მაღალჩინოსნებსაც დავუსვათ“,  – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხურ მედიასთან.

გუშინ მე მივიღე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს ტირან ხაჩატრიანის გადაყენების შესახებ. უკვე მოვაწერე ხელი ყველა დოკუმენტს

გენერალურმა შტაბმა  პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი.

ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლისკენ მოუწოდა და ხალხმრავალი მსვლელობა გამართა. ასევე, საპროტესტო აქციები გამართა ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობამ“, რომელმაც ერევანში 20 თებერვლიდან განაახლა საპროტესტო აქციები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. დღეს დილიდან, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები მსვლელობებს მართავდნენ და ერევნის სხვადასხვა ქუჩებს კეტავდნენ. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანთან დამარცხების გამო და მის გადადგომას მოითხოვს, ასევე იზიარებენ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img