19.04.2024
- Advertisement -spot_img

ფილიპ რიკერი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოშია. ფილიპ რიკერი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დილიდან იწყებს. ის თავდაპირველად მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილავენ პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს.

დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა. ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img