23.11.2024

ფილიპ რიკერი – სასამართლო სისტემის რეფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი

საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი. სასამართლო სისტემის რეფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, 19 აპრილის შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

,,მოგეხსენებათ, დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და მუშაობა განვითარებისთვის. ზუსტად ეს არის ასახული ამერიკის კონსტიტუციაში, რომ მუდმივად უნდა გავწიოთ ძალისხმევა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი. სასამართლო სისტემის რეფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება როგორიც არის მეტი გამჭვირვალობა, მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა იყოს რეფორმით გადაჭრილი. 19 აპრილის შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით, ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური. მასში ასახვა უნდა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოებისა. გარდა უკვე არსებული ინსტიტუტებისა, რომელიც უნდა გააძლიეროთ, ამ კუთხით არსებობს საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს“, – აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img