CNN – ის ინფორმაციით, ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ახალი ინიციატივით გამოდის – ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს, ის ადამიანები ძილში უნდა აიცრნენ.
„ის, რომ გარკვეულ ადამიანებს აცრა არ სურთ, ეს სერიოზული პრობლემაა. მოძებნეთ ისინი თქვენს დასახლებაში, თქვენს სოფელში, მივიდეთ იქ და ვაქცინა ძილში გავუკეთოთ. პირველი ამას მე გავაკეთებ“, – ამბობს დუტერტე.
ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. ის მხოლოდ პაციენტის ნებართვის შემთხვევაში კეთდება.
ამ დროისთვის 100-მილიონიან ფილიპინებზე ვაქცინის ორჯერადი დოზა 23,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო.