18.04.2024
- Advertisement -spot_img

ფლანგვის დეტექტორი – 4 წელში განათლების ხარჯები 6.5 მილიარდია – განათლების დონე უარესდება

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, განათლების სისტემის დაფინანსება თითქმის ყოველწლიურად იზრდება. სისტემა 2018 წელს 1.5 მილიარდი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი 1.8 მილიარდი ლარით.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლიდან წლამდე, არათუ სრულად ითვისებს მისთვის გამოყოფილ თანხებს, არამედ გადახარჯვაც აქვს და ფაქტობრივად დახარჯული თანხა, თითქმის ყოველთვის აღემატება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სამინისტრო ყოველწლიურად განსაზღვრულ გეგმაზე მეტ თანხას ხარჯავს, თუმცა დაფინანსების ზრდის პარალელურად, განათლების დონე უარესდება.

“საქართველომ სამჯერ მიიღო მონაწილეობა PISA-ს საერთაშორისო კვლევაში და 2015-დან 2018 წლამდე შედეგები გაუარესდა. TIMSS-ის კვლევაში ქართველი მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ძირითადად საშუალო და დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული”. – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

ფლანგვის დეტექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სამინისტროს სახელი და მინისტრი 3-ჯერ შეიცვალა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img