24.11.2024

ფლანგვის დეტექტორი – 8 ქალაქის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა – პასუხისგებაში არავინ მიცემულა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორმა სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ანგარიშები შეისწავლა, სადაც 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ ავტოპარკის არაეფექტური მართვისა და რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებია აღწერილი.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საქართველოს 8 ქალაქის ჩინოსნებს რეკომენდებული 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა.

მუნიციპალიტეტების ტრანსპორტის ხარჯები, 2019-2020 წლებში, ასე გამოიყურება:

  • სენაკს რეკომენდირებული 6 მანქანის გარდა ემსახურებოდა 65 კერძო მანქანა; (65-ით მეტი)
  • ოზურგეთს რეკომენდირებული 10 მანქანის გარდა ემსახურებოდა 105 კერძო მანქანა; (105-ით მეტი)
  • ფოთს რეკომენდირებული 6 მანქანის ნაცვლად ბალანსზე ჰყავდა 4, თუმცა ამის გარდა ემსახურებოდა დამატებით 28 კერძო მანქანა; (26-ით მეტი)
  • მარნეულს რეკომენდირებული 8 სამორიგეო მანქანის ნაცვლად ემსახურებოდა 10 სამორიგეო და ამას გარდა 85 კერძო მანქანა; (87-ით მეტი)
  • ქუთაისის მერიას რეკომენდირებული 11 მანქანის ნაცვლად 2019 წელს ემსახურებოდა 31 სამორიგეო მანქანა, ხოლო 2020 წელს 23. გარდა ამისა, ამავე წლებში, ემსახურებოდა საშუალოდ 111 კერძო მანქანა; (საშუალოდ 128-ით მეტი)
  • რუსთავის მერიას რეკომენდირებული 8 მანქანის ნაცვლად ემსახურებოდა 14 სამორიგეო და 73 კერძო მანქანა; (79-ით მეტი)
  • ქობულეთს ემსახურებოდა 14 სამორიგეო ავტომობილი და ამის გარდა 21 კერძო მანქანა; (21-ით მეტი)
  • ზუგდიდს რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად, ემსახურებოდა  ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანა და 169 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანა (ჯამში 181-ით მეტი).

საბოლოო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილ 8 მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისთვის (მერია-საკრებულო) რეკომენდირებული ავტომობილების რაოდენობა ჯამში იყო 73, თუმცა ამათ გარდა მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა დამატებითი რაოდენობის კერძო და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ იავტომობილები, ჯამში 692 ერთეულით მეტი. 

რეკომენდირებულზე მეტი ავტომობილის მომსახურება ზრდის საწვავის მეტი რაოდენობით მოხმარების რისკს. აუდიტის ანგარიშების თანახმად, 2019-2020 წლებში ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმსა და ქობულეთში, საწვავში ჯამში 3,297,346 ლარი დაიხარჯა. 

ამის გარდა ერთეულ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: ზუგდიდში, ქუთაისში, მარნეულში, ფოთსა და ოზურგეთში 2019-2020 წლებში გამოვლინდა 1,038 შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებმა ავტმობილებში ბიუჯეტის ფულით ჩაასხეს იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე თავად ამ ავტომობილების ავზების მოცულობა იყო.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებმა აუდიტის სამსახურს ვერ დაასაბუთეს, რაში ხარჯავდნენ ასიათასობით ლარის საწვავს, თუმცა ამის გამო პასუხისგებაში არავინ მიცემულა

მუნიციპალიტეტები დეტალურად ნახეთ აქ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img