23.11.2024

ქართულ-კავკასიურ ფორუმზე რუსმა “ტროლმა” შემთხვევით კამერა ჩართო

კავკასიის და ოკუპირებული რეგიონების თემატიკაზე, ქართველების ინტერნეტ-განხილვებს რუსული სპეცსამსახურები, ან საეჭვოდ მობილიზებული ჯგუფები აქტიურად აკვირდებიან. ერთ-ერთი ქართულ-კავკასიური ფორუმის დროს, მონაწილეებმა რუსი “ტროლი” შემთხვევით დააფიქსირეს, მას კამერა ჩართული დარჩა. საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაერთიანება „ქართველობა“, რომელიც მოსკოვში მცხოვრები ქართველების მიერაა დაფუძნებული, მეტწილად უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას, საქართველოს ისტორიის უკეთ გასაცნობად ლექციების სერიას სთავაზობობს და თემის ირგვლივ სასაუბროდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს იწვევს.

ფოტო: სააგენტო “აქცენტი”

აღნიშნული ვებინარი ორიოდ კვირის წინ შედგა და იგი ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორს, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მერაბ ჩუხუას მიჰყავდა. ლექციის მიმდინარეობისას, მოდერატორებმა უჩვეულო აქტივობა შენიშნეს: გაურკვეველი პირები წერდნენ უხამს კომენტარებს, ითხოვდნენ ჩართვის შესაძლებლობას, ცდილობდნენ ლექციის ჩაშლას..ტრანსლაციის პროცესში ერთ–ერთ მათგანს ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და ლექციის მონაწილეთა წინაშე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პირი წარსდგა.

როგორც კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე უყვება „აქცენტს“, რუსი სპეცსამსახურების მოსკოველი ქართველების პროექტისადმი ინტერესი და მსგავსი აქტივობაც მას შემდეგ გაიზარდა, რაც გაიზარდა ლექციებით დაინტერესებული საზოგადოების რაოდენობა და მათ შორის აფხაზებიც აღმოჩნდნენ. „… ამასწინათ მეც ვიყავი მიწვეული. ვისაუბრე თურქეთში მცხოვრები აფხაზების შესახებ. მსმენელებს შორის აფხაზებიც იყვნენ. ლექციამ საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია – მნახველთა რაოდენობა იზრდება, მადლობის წერილიც კი მივიღე და როგორც ჩანს, ეს არ მოსწონთ რუს სპეცსამსახურებს და აამუშავეს „ტროლები“

სააგენტო Accent

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img