20.04.2024
- Advertisement -spot_img

ფრანგი პოლიტიკოსი რუსულ “ზარუბეჟნეფტში”-რას წერს ლე მონდე

ფრანგული “ლე მონდეს” ინფორმაციით, 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობისას, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და შემდეგ იმავე პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი, ფრანსუა ფიიონი (Francois Fillon) რუსეთის პრემიერმა მიშუსტინმა რუსული კომპანია “ზარუბეჟნეფტის” დირექტორთა საბჭოს კანდიდატად წარადგინა. “ზარუბეჟნეფტი” 1967 წელს ჩამოყალიბებულა და მიზნად საბჭოთა ბლოკთან დაახლოებულ ქვეყნებში – მათ შორის ალჟირში, ეგვიპტესა და კუბაში- ნავთობის მოძიება-მოპოვებას ისახავდა მიზნად. დღეს კი “ზარუბეჟნეფტი” ბალკანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც აქტიურობს.

თუკი კრემლთან მისი კავშირის დამატებითი დასტური ნებავს ვინმეს, კომპანიის სათავეში ევგენი მუროვია, რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, მისი ყოფილი ხელმძღვანელი კი ნიკოლაი ტოკარევი ყოფილა, კოოპერატივ “ოზეროს” ერთერთი წვრი 1990-იანებში, საიდანაც პუტინის აღმასვლა დაიწყო.- წერს ფეისბუქ გამოცემა ევროპის მოამბე.

❔“ლე მონდეს” შეკითხვაზე, საჩოთიროდ ხომ არ მიგაჩნიათ თქვენი საქციელი- ფიონი პასუხობს – ჩემი ნაბიჯის “გაშარჟება” უადგილოა, პოლიტიკიდან წასული კაცი ვარ, საკონსულტაციო ფირმა მაქვს რომელიც ევროპულ კომპანიებს რუსეთში მუშაობაში ეხმარება და სწორედ ამ სტატუსით მიმიწვიეს რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში.

მასალა მომზადებულია ფეისბუქ გამოცემა “ევროპის მოამბის” მიერ

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img