14.06.2021
- Advertisement -

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამახვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იბარებს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამახვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, ფრაქციის პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, თუმცა არა დაპირისპირების და ბარიკადების ფონზე.

„ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“. ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პარტია „ლელოს“ პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ, უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით.

როცა საზოგადოებაში არსებობს ერთი მხრივ ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და მეორე მხრივ, ათეულობით, 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ მსგავსი პროექტი, რომელიც უკანაც მილიონობით საინვესტიციო თანხა დგას და არ განხორციელებულა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“, საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგოპოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ „ნამახვანჰესი“ იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ის პოლიტიკა გაგრძელდება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეს მწვანე შუქი. „იზი დიუნგ ბიზნეს“ ინდექსი უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ინვესტორების მხრიდან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ვლადიმერ ზელენსკი – თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს

„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აცხადებს უკრაინის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -