23.04.2024
- Advertisement -spot_img

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ვარეგისტრირებთ ანტიკორუფციული საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს რიგი ღონისძიების გატარებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა მოიპოვებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის მხრიდანაც. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდა დავიწყოთ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მე მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას. ყველა ის ფაქტი, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ არის კორუფციული ნიშნების მატარებელი, უნდა იქნას შესწავლილი და ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვაცხადებთ იმას, რომ პარლამენტი არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში სისტემური კორუფციის ფესვის გადგმას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ფრაქცია ინიციატივას დაარეგისტრირებს და ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან დაიწყებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img