19.09.2021
- Advertisement -spot_img

მფრინავი რომელმაც თბილისი-ვენის რეისი უსაფრთხოდ დასვა

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, პროტოკოლის შესაბამისად აფრენამდე შემოწმდა.

მისივე თქმით, ხარვეზი, რომელიც აფრენის შემდეგ დაფიქსირდა, უკვე გამოსწორებულია და რეისი შესრულდება.

„თვითმფრინავი ყოველთვის თავისი პროტოკოლით მოწმდება გაფრენამდე. შესაბამისი ინჟინერები, ტექნიკოსები ამოწმებენ თვითმფრინავს, რამდენად არის მწყობრში, მაგრამ ხდება ხანდახან, ეს არის ავიაციაში უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი, როდესაც შასი არ დაიხურა გაფრენისას და პროტოკოლის შესაბამისად, ხომალდის მეთაურმა უნდა დასვას თვითმფრინავი აეროპორტში, გაიაროს თავიდან შემოწმება, აღმოფხვრას ხარვეზი, მიიღოს ნებართვა და განახორციელოს ეს რეისი, რაც პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა. საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა შესაბამისი სამსახური, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სხვადასხვა უწყება. აქ ყველა ერთად ვართ, განვახორციელეთ თვითმფრინავის შემოწმება. ყველაფერი არის ნორმაში და რეისი შესრულდება ხარვეზის გარეშე“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, პილოტი, რომელმაც უსაფრთხოდ განახორციელა თვითმფრინავის დაშვება, თემურ ტოლომაშვილია.

„თემურ ტოლომაშვილი, უმაღლესი ხარისხის პილოტია, რომელმაც მშვენივრად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, განახორციელა დაჯდომა პროტოკოლის შესაბამისად, უზრუნველყო საწვავის დაწვა, რათა უსაფრთხოდ განხორციელებულიყო დაჯდომა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაისვენებს, ხოლო სხვა პილოტი განახორციელებს რეისს თბილისი-ვენა შემოწმებული თვითმფრინავით“, – აღნიშნა რომან ბოკერიამ.

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, რეისი უახლოეს ერთ საათში განხორციელდება. რომან ბოკერიას განმარტებით, თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი იგივე თვითმფრინავით შესრულდება.

„თვითმფრინავში იყო 180 ადამიანი. ჩვენ ყველანაირ გარანტიას ვაძლევთ, თუმცა მათგან რამდენიმემ რომ უარი თქვას გაფრენაზე, ბუნებრივია, ემოციური და შიშის ფონი ნაწილში მაინც არის, ეს ადამიანური ფაქტორია. რამდენმა განაცხადა უარი, ზუსტად არ ვიცი, მათ დაუბრუნდებათ თანხები. თვითმფრინავს ახალი პილოტი ეყოლება, ეს არის ვალერიან ჩხენკელი“, – აღნიშნა რომან ბოკერიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img