24.11.2024

პირველად 40 წლის შემდეგ, ირანელი ქალები შიდა ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად დაუშვეს

40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, თეირანში შიდა ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩს ასობით ირანელი ქალი დაესწრო, – ამის შესახებ CNN იუწყება.

თეირანში მდებარე აზადის სტადიონზე „ესტეგლალსა“ და სტუმრად ჩამოსულ „სანათ მეს კერმანს“ შორის გამართულ მატჩს თვალს 500 ქალი ადევნებდა.

ირანის ფეხბურთის ფედერაციის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ქალები სტადიონზე მამაკაცებისგან განცალკევებით ისხდნენ და ისინი ადგილზე სპეციალური შესასვლელიდან შევიდნენ.

ირანში ქალების სპორტულ სტადიონებზე დასწრების აკრძალვა კანონში არ წერია, მაგრამ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ისინი მსგავს ღონისძიებებს აღარ ესწრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ 25 აგვისტო იყო პირველი თარიღი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ირანელ ქალ გულშემატკივრებს შიდა ჩემპიონატის თამაშის ყურების უფლება მიეცათ, მანამდე ქალებს ეროვნული ნაკრების მატჩებზე მცირე რაოდენობით დასწრება მაინც შეეძლოთ.

წელს ირანელ ქალებს საშუალება ჰქონდათ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დასწრებოდნენ.

მანამდე, სამი წლით ადრე, ათასობით ქალს მიეცა უფლება დასწრებოდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშს ირანსა და კამბოჯას შორის.

2019 წელს, ირანმა ფიფას მზარდი ზეწოლა განიცადა, რათა იგი ეიძულებინა, რომ ქალების სპორტულ სტადიონებზე შესვლის შესახებ აკრძალვა გაეუქმებინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა საჰარ ხოდააარი, ქალი გულშემატკივარი, რომელმაც თავი დაიწვა მას შემდეგ, რაც მას თეირანში ფეხბურთის სტადიონზე აეკრძალა.

წყარო: pia.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img