09.10.2024
- Advertisement -spot_img

პირველად ფეხბურთის ისტორიაში, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ქალებიც იმსაჯებენ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA)ინფორმაციით, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ქალებიც იმსაჯებენ. ფიფა-ს ინფორმაციით, მუნდიალს სულ 6 ქალი მსაჯი მოემსახურება, აქედან სამი: ფრანგი სტეფანი ფრაპარი, რუანდელი სალიმა მუკანსანგა და იაპონელი იოშიმი იამაშიტა მთავარი არბიტრები იქნებიან. ხოლო ბრაზილიელი ნეუზა ბექი, მექსიკელი კარენ დიას მედინა და ამერიკელი ქეთრინ ნესბიტი კი დამხმარე მსაჯები იქნებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით კატარში გაიმართება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს პირველი საფეხურთო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელსაც არაბული სამყაროს ქვეყანა უმასპინძლებს. აგრეთვე, ისტორიის განმავლობაში, ჩემპიონატი პირველად გაიმართება ზამთარში, ამის მიზეზი ზაფხულში, კატარში არსებული მაღალი ტემპერატურა გახლავთ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img