24.11.2024

პოდოლიაკი – სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს

სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შეიძლება გაგრძელდეს „რამდენიმე კვირა“, თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ მოსკოვის პოზიცია „უფრო ადეკვატური გახდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„მოლაპარაკებების ძირითადი საკითხები მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარების გაყვანას და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს კონკრეტული ფორმულებით. ამ პროცესს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს“, – აღნიშნავს პოდოლიაკი. 

მისი თქმით, უკრაინა არ აპირებს გარკვეული საკითხების ირგვლივ დათმობაზე წასვლას.

„ჩვენ ვერ დავთმობთ ტერიტორიებს“, – განაცხადა  პრეზიდენტის მრჩეველმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ „რუსული არმია არ ებრძვის უკრაინის არმიას – ისინი ომობენ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img