15.10.2024
- Advertisement -spot_img

პოდოლიაკი – უკრაინაში გაწელილმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა – უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

პოდოლიაკის თქმით, ომი უკრაინაში შეიძლება გაიწელოს, რაც გამოიწვევს სასურსათო კრიზისს მთელ მსოფლიოში.

„უკრაინაში გაწელილმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ წამყვანი ანალიტიკოსები საუბრობენ. ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა – უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა. ვინც არჩევს თვალი დახუჭოს ომზე იქიდან გამომდინარე, რომ ეშინია ფასების ზრდის, მიიღებს ერთსაც და მეორესაც“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img