რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ჯერჯერობით მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ გაკეთებული ე.წ. ცოცხალი კორიდორის გარღვევას შეეცადნენ. ადგილზე ისროლეს ასევე სხვადასხვა ნივთები, მათ შორის კვერცხები და წყლის ბოთლები. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა დაკავებები ამ წუთებშიც გრძელდება.