14.06.2021
- Advertisement -

პოლონეთის პრეზიდენტი – რუსეთი ნორმალური სახელმწიფო არ არის, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოძისის მახლობლად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი ნორმალური სახელმწიფო არ არის და რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა.  

„რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტური ქმედებები, რომელიც ხალხს განვითარების, ნორმალური ცხოვრების საშუალებას ართმევს, სახელმწიფოების განადგურებასა და ომებს იწვევს, ეს ის ქმედებებია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება. რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა ასეთ ადგილებში შეიძლება“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანდჟეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს მტკიცე პასუხი უნდა გასცეს.

„რუსეთს საერთაშორისო სამართალი რომ დაეცვა, არასდროს დადგებოდა ისეთი სიტუაცია, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ტერიტორიის შექმნა, რომელსაც ცხინვალის რეგიონი ჰქვია. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ვლადიმერ ზელენსკი – თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს

„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აცხადებს უკრაინის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -