24.11.2024

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი – მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით

მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოშიევსკა „ვივამედის“ კლინიკასთან მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ეს მეორე შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი ბრალდებით საპატიმროში იმყოფება.

„ერთმანეთს ვხვდებით საავადმყოფოს წინ, რომელშიც პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერი მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და ეს არის მეორე შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება საპატიმროში ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი ბრალდებით. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა ქვეყანაში? ნორმები არამხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც ჩამოართვეს – დაცვა და ის შეღავათები, რომელიც კანონის წესით ეკუთვნოდა. როგორ შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში, მითუმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი? ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ინტეგრაციას“, – აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img